1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: თბილისში – ვერის, ნაძალადევის, ავლაბრის, ავჭალისა და დიდუბის; ახალციხის ძველ ნაწილში, უდეში, მარტყოფში, ქარელში, ჭელაში, ანაგაში, მეჯვრისხევში, კავთისხევში, მეტეხში, ზემო გომში, სურამში, ქვემო სურებში, ტობანიერში, ჩოხატაურში, ქვიანში, ასევე ციხისფერდში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17530 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17530]; წვდომის თარიღი: 2019-09-19