1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ავლაბრის ბიბლიოთეკას 452 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან ერთი სასულიერო შინაარსის იყო, 1600 – მოთხრობა-პიესა, 98 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის გამოცემა, 2113 – სასოფლო-სამეურნეო შინარსისა და 1773 ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17536 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17536]; წვდომის თარიღი: 2019-12-16