1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17560 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17560]; წვდომის თარიღი: 2019-11-17