ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17626

ფაქტი 17626

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობამ შემდეგი დავალება მიიღო: გამგეობას უნდა მოეწვია საგანგებო კომისია და მასთან ერთად შეემუშავებინა წიგნების გამოცემის გეგმა; შეედგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მომავალი სამოქმედო გეგმა; გაესწორებინა წიგნების ანგარიში და გამოეკვლია საკითხი საწევრო თანხის შემცირებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17626; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .