ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17627

ფაქტი 17627

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა კრება ვერ მოესწრო, რადგან საზოგადოების განყოფილებებმა შესაფერისი მასალის მიწოდება დროულად ვერ მოახერხეს და საზოგადოების წლიური მოქმედების ანგარიშის შედგენა შეუძლებელი გახდა. გამგეობამ გადაწყვიტა განყოფილებებისა და სკოლებისათვის დაბეჭდილი ბლანკები დაერიგენიბა და ამგვარად მოეთხოვა ანგარიშის წარდგენა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17627; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .