1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ნიკოლოზ კურდღელაშვილის თხოვნა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17678 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17678]; წვდომის თარიღი: 2019-10-20