1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სკოლების საკითხი განიხილეს. საზოგადოებას ერთკლასიანი სკოლები ჰქონდა სამი ან ოთხი განყოფილებით, სადაც მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავდა. გამგეობას მიაჩნდა, რომ ეს არ შეესაბამებოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს. ცდილობდა საჭირო სახსრების მოძიებას და სადაც აუცილებელი იყო, ორი მასწავლებლის დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17682 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17682]; წვდომის თარიღი: 2019-09-17