1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მალინოვსკის ქვრივი, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, სამუზეუმო კომისიას მისი წილი მამულისთვის 5000 მანეთს სთხოვდა და 3000 მანეთად, როგორც კომისიას ჰქონდა შეაფასებული, არ უთმობდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17683 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17683]; წვდომის თარიღი: 2019-08-20