1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, კომისიის სხდომაზე კრებას მუზეუმისთვის ადგილის შეძენის შესახებ მოახსენა. ადგილი, რომელიც ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარეობდა, 250 კვადრატულ საჟენი იყო. მიწის მესაკუთრეები წილოსანის, მალინოვსკისა და ცისკარაშვილის ქვრივები იყვნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17684 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17684]; წვდომის თარიღი: 2019-11-17