1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო- სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელსეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.

წყარო: ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო“
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1779 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1779]; წვდომის თარიღი: 2019-06-18