1908 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17790 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17790]; წვდომის თარიღი: 2019-09-16