ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17975

ფაქტი 17975

1879 წლის 5 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორში საქალებო პროგიმნაზიის გახსნის შესახებ. საზოგადოება თუ 3000 მანეთს გამოუყოფდა პროგიმნაზიას, მაშინ გორის ადგილობრივი მმართველობა 1000 მანეთის სუბსიდიას გადასცემდა მას. 3000 მანეთიდან 1600 მანეთს გორის გამგეობა და კლუბი გაიღებდა, საზოგადოებისაგან კი მხოლოდ 1400 მანეთი დასჭირდებოდა პროგიმნაზიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17975; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .