1911 წლის 10 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მუზეუმის შენობის აგება დაგვიანდა. სამუზეუმო ნივთები სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ ოთახში იყო მოთავსებული, უნდა დაელაგებინათ და ისევ იმავე ოთახში განეთავსებინათ. საჭირო იყო ოთახის გარემონტება და ვიტრინების გაკეთება. მისი აზრით, გამგეობას უნდა აერჩია სამუზეუმო კომისია, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17996 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17996]; წვდომის თარიღი: 2019-11-12