ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17997

ფაქტი 17997

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მასწავლებლის პასუხი სკოლის მდგომარეობის შესახებ. მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლას ჰქონდა პანსიონი, სადაც ათი პანსიონერი სწავლობდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17997; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .