ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17999

ფაქტი 17999

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოიწონეს ნიკოლოზ (ნიკო) ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელი და სთხოვეს მას საზოგადოებისთვის გადაეცა ავეჯის მოდელის ღირებულებისა და გამოგზავნის ხარჯების ანგარიში, რათა ხარჯი აენაზღაურებინათ მისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17999; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .