1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილის მოხსენება გომარეთის სკოლისათვის 500 მანეთად სახლის ყიდვისა და გადმოტანის შესახებ. დადგინდა, ადგილობრივი მღვდლის ან მამასახლისისაგან შემდგარიყო კომისია, რომელსაც უნდა შეეძინა ხის სახლი დამატებითი შენობებით, ვაშლის ხეები და 20 სკა ფუტკრით, სოფლიდან გადმოეტანა განკუთვნილ ადგილზე და სკოლისათვის შესაფერისად მოეწყო. თავის მხრივ, გამგეობა დაეხმარებოდა სკოლას 500 მანეთით, რომელიც კომისიას გაეგზავნებოდა სკოლის სრულად მოწყობის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში თანხის ნახევარს წინასწარ გაუგზავნიდნენ. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ივანე ზურაბიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18016 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18016]; წვდომის თარიღი: 2019-10-19