1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად საისტორიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18283 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18283]; წვდომის თარიღი: 2019-08-19