ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18351

ფაქტი 18351

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე თერგის ოლქის სახალხო სკოლათა დირექტორისგან მიიღეს ცნობა, რომ იგი თანახმა იყო კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე, ხოლო სკოლაში მეხუთე განყოფილების გახსნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სკოლა ორკლასიანად გადაკეთდებოდა და დაემატებოდა მეხუთე განყოფილება. გამგეობამ ეს საკითხი აცნობა კავკავის სკოლის სამზრუნველოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18351; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .