ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18439

ფაქტი 18439

1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ შემდეგი პირები: სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ ეგნატეს ძე კიკალეიშვილი, ნინო პეტრეს ასული ნოიტაკი და კონსტანტინე ელიზბარის ძე კიკიანი. გამგეობას აღნიშნული მოხსენებები არ განუხილავს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18439; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .