1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად წერა-კითხვის საზოგადოებამ მას 32000 მანეთი, ხოლო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარემ 5000 მანეთი გადასცა. იქვე უთითებს ანგარიშს თუ რისთვის და რამდენი დახარჯა აღნიშნული თანხიდან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18445 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18445]; წვდომის თარიღი: 2019-09-19