1898 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის ადგილობრივი საზოგადოების მოხსენება, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ სენაკის სკოლის ინსპექტორის საქმე. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18448 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18448]; წვდომის თარიღი: 2019-11-12