1898 წლის 3 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე მიიღეს წერილი იმ კომიტეტის წევრთაგან, რომლებმაც საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართეს ქართული საღამო და მიღებული თანხა 1989 მანეთი გამოუგზავნეს გამგეობას. მათ ასევე გამგეობას გამოუგზავნეს სია იმ დაწესებულებებისა, რომლებისთვისაც უნდა გაენაწილებინათ ეს თანხა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18454 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18454]; წვდომის თარიღი: 2019-11-13