1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, ლუარსაბ ბოცვაძე არ გადაეყვანათ სხვა სკოლაში მასწავლებლად. ასევე განიხილეს ლ. ბოცვაძის წერილი, რომ თუ ნებას დართავდნენ, ის თანახმა იყო მუშაობა კავკავის სკოლაში გაეგრძელებინა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18456 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18456]; წვდომის თარიღი: 2019-09-18