1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ სენაკის სკოლის საქმესთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი ყიფიანი უნდა გადაეყვანათ მასწავლებლად, რადგან საქმიდან და ოქმებიდანაც გარკვეულია, რომ მას არ შეეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18468 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18468]; წვდომის თარიღი: 2019-11-20