1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძის განცხადება, რომ ანებებს თავს მუშაობას და ითხოვს გადასცენ ივლისის და აგვისტოს ხელფასი. მისი მოთხოვნა გამგეობამ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18470 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18470]; წვდომის თარიღი: 2019-11-15