ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18608

ფაქტი 18608

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობის თითოეული წევრი პატივსაცემი პირი იყო, მაგრამ საზოგადოების საქმეებისთვის ყველას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რადგან საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებულები. გამგეობის წევრების მოუცლელობა კი აზიანებდა საზოგადოებას. ამიტომ, ვისაც დრო ჰქონდა მას უნდა აეღო ისეთი მძიმე საქმე და საპატიო მოვალეობა, როგორიც ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრობა იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18608; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .