1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გამგეობის საქმიანობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება სკოლებს სჭირდებოდა. სკოლებში კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების რიცხვი მცირე იყო, მიზეზად კი გამოცდილი, მომზადებული და გლეხის მეგობარი მასწავლებლების არარსებობა დაასახელა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18609 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18609]; წვდომის თარიღი: 2019-08-20