ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18612

ფაქტი 18612

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებმა – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადეს, რომ შეამოწმეს სალაროს საბუთები, საბუღალტრო წიგნები და ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. მათი აზრით, შეუძლებელი იყო ბანკებში სიარული და იმის შემოწმება, სალაროს საბუთებს ბანკის მოხელეებმა მოაწერეს ხელი თუ სხვა პირებმა, რადგან ამის უფლებას არც ერთი წესდება არ აძლევდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18612; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .