1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა და კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა სარევიზიო კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. მათი აზრით, კომისიას გულდასმით, არა ზედაპირულად, უნდა შეემოწმებინა საზოგადოების ქონება, დაწვრილებით უნდა განეხილა და შეემოწმებინა ნამდვილად ინახებოდა თუ არა ფული ბანკში და იყო თუ არა ნამდვილი ფულის ის საბუთები, რომლებიც სალაროში ინახებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18613 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18613]; წვდომის თარიღი: 2019-09-16