1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობას სკოლებისთვის სანიმუშო პროგრამები ჰქონდა შედგენილი, რაც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ყველა საგანი მშობლიურ ენაზე უნდა ესწავლებინათ, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში საღვთო სჯულსა და არითმეტიკას რუსულად ასწავლიდნენ, რაც დაუშვებელი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18737 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18737]; წვდომის თარიღი: 2019-09-16