1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ გამგეობას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა, არ იცოდა უნდა გაეხსნა თუ არა ახალი სკოლები და როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო ისინი. სკოლები ცუდ მდგომარეობაში იყო, მასწავლებლებიც არ იყვნენ დალხენილები. ამიტომ, შალვა ქარუმიძის აზრით, ჯერ არსებული სკოლების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და შემდეგ უნდა გახსნილიყო ახალი სკოლები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18742 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18742]; წვდომის თარიღი: 2019-09-22