1898 წლის 7 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ გამგეობას სთხოვა, რომ მისთვის მიეცათ გზის ფული და სექტემბრის ხელფასი. გამგეობამ აგლაძეს სექტემბრის ხელფასთან ერთად საგზაოდ გადასცა 5 თუმანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18744 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18744]; წვდომის თარიღი: 2019-11-15