1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობდა ისეთი მიუვალი კუთხეები, სადაც უბრალო წერილის წამკითხველიც კი რთული მოსაძებნი იყო და მისი აზრით, წერა-კითხვის გავრცელება მიუვალ კუთხეებში უფრო სასარგებლო საქმე იყო, ვიდრე საზოგადოების მატერიალური სახსრებით ორი-სამი სკოლის დახმარება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18745 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18745]; წვდომის თარიღი: 2019-09-16