1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ სკოლების სასწავლო გეგმის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გამგეობა 1881 წლის სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდა, რომლის მიხედვითაც სკოლებში საღვთო სჯული ქართულად უნდა ესწავლებინათ. იმ სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც გამგეობის გეგმას უხვევდნენ მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ დაეცვათ სწავლების სანიმუშო პროგრამა და ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ. გამგეობა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად ცდილობდა მშობლიური ენა დაეცვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18789 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18789]; წვდომის თარიღი: 2019-09-17