1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ სკოლებში სასწავლო პროცესის გვიან დაწყების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, გლეხს უამრავი საშემოდგომო სამუშაო ჰქონდა სახლში და სწორედ სამუშაოების გამო არ უშვებდა ოქტომბრამდე შვილს სასწავლებელში, რის გამოც სწავლა გვიან იწყებოდა სკოლებში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18791 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18791]; წვდომის თარიღი: 2019-09-16