1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე განცხადება გააკეთა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა, რომ სენაკის სკოლის საქმის განსახილველად გამგეობას უნდა მოეწვია საზოგადოების საგანგებო კრება. გამგეობამ განაცხადა, რომ საგანგებო კრების მოწვევა არ ხდება საზოგადოების თავმჯდომარის და გამგეობის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში კი ისინი საჭიროდ არ თვლიან სენაკის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საგანგებო კრება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18793 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18793]; წვდომის თარიღი: 2019-10-14