1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გამგეობას თხოვნით მიმართა ახმეტის სამრევლო სკოლის პედაგოგმა სპირიდონ ბედიაშვილმა, რომ აღმოუჩინონ შემწეობა ახმეტის სახალხო ბიბლიოთეკას, რომლის დაარსება განზრახული აქვთ მიმდინარე წელს. გამგეობამ სპირიდონ ბედიაშვილს მომავალი ბიბლიოთეკისთვის გაუგზავნა საზოგადოების გამოცემანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18877 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18877]; წვდომის თარიღი: 2019-11-15