1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დუშეთში გახსნილ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნსაცავის გამგეობამ, რომ მათ გაუგზავნონ წიგნები და ნივთები, რომელიც განსვენებულმა როინაშვილმა კანცელარიაში დატოვა. გამგეობამ ნივთების გასაგზავნად 2 თუმანი გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18881 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18881]; წვდომის თარიღი: 2019-06-16