ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18882

ფაქტი 18882

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი ასაჩივრებდა გამგეობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას – ქართულად სწავლებას და საზოგადოების დახურვას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა გამგეობამ დათმო თავისი პოზიცია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18882; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .