1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის კომიტეტის შუამდგომლობა, რომ სკოლაში მოეწვიათ მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის გამგეობას კომიტეტისთვის წელიწადში უნდა მიეცა 300 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა კომიტეტის შუამდგომლობა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18886 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18886]; წვდომის თარიღი: 2019-10-16