1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ელისაბედ მესხიშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, ივანე ჯაჯანაშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძის, სოფიო ედილაშვილის, ქვრივი ვერა გლაშჩინსკისა და იოსებ ცხვედაძის თხოვნები ფოტოსახელოსნოს ახლად გათავისუფლებული ხაზინადრის ადგილის დაკავების შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18894 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18894]; წვდომის თარიღი: 2019-10-20