1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სკოლებისთვის სწავლების სანიმუშო პროგრამა შეადგინა და ყველა სკოლის მასწავლებელი ვალდებული იყო ამ პროგრამით ეხელმძღვანელა. ხოლო, როცა ზოგიერთი სკოლის მასწავლებელმა საზოგადოების პროგრამით არ იხელმძღვანელა გამგეობამ შესაბამისი ზომები გაატარა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18899 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18899]; წვდომის თარიღი: 2019-09-21