1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობისაგან სასკოლო სექციას ვრცელი გეგმის შემუშავება ჰქონდა დავალებული თუ როგორ უნდა მოემზადებინა მასწავლებლები საზოგადოების სკოლებისთვის. ამასთანავე სასკოლო სექციის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახალხო შეხვედრების მოწყობას, რომელსაც გამგეობასთან არსებული სახალხო კითხვებისა და ბიბლიოთეკების მომწყობი სექცია ხელმძღვანელობდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18903 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18903]; წვდომის თარიღი: 2019-09-21