1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაური სკოლის პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლა ფასიანი გახდა. გამგეობამ განაცხადა, რომ ეს საქმე უნდა გადაეწყვიტა სკოლის სამზრუნველო კომიტეტს, ხოლო კომისარს მსაგვსი საქმეები დასამტკიცებლად სამზრუნველო კომიტეტის საშუალებით გამგეობისთვის უნდა გამოეგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18904 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18904]; წვდომის თარიღი: 2019-10-16