ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 18914

ფაქტი 18914

1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკას წიგნების, ინვენტარისა და ქონების საკუთარი კატალოგი ექნებოდა და ნებისმიერ დროს შეძლებდა შეემოწმებინა საისტორიო საზოგადოებისათვის მიბარებული ქონება. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 18914; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .