1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ თავადაზნაურთა კომისიამ გამგეობას დაუთმო ოთხი ნომერი ქარვასლაში, თითო ნომერი თვეში 14 თუმნად. გამგეობამ დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა მოლაპარაკებოდნენ თავადაზნაურთა კომისიას ქირის ფასის დაკლებაზე, უარის შემთხვევაში კი ექირავებინათ ფართი შემოთავაზებულ ფასად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18944 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18944]; წვდომის თარიღი: 2019-11-15