1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების საქმის უკეთესად წარსამართავად დაამტკიცა შემდეგი კომისიები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვის, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერების, 3) სკოლებისა და სამკითხველოს, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმის, ხოლო კომისიების წევრთა არჩევა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18983 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18983]; წვდომის თარიღი: 2019-10-16