ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19026

ფაქტი 19026

1898 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებად დაამტკიცეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ არჩეული ჰყავდა იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად – იოსებ შვილევი და მდივნად – პართენ გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19026; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .