1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო მის სახელზე ირიცხებოდა ვალი 120 მანეთი, რომელიც მას შეჰქონდა საზოგადოების სალაროში, მიუხედავად იმისა, რომ არ თვლიდა თავის ვალად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19030 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19030]; წვდომის თარიღი: 2019-10-17