ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19031

ფაქტი 19031

1899 წლის დეკემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, საყვედური გამოცხადებოდა გამგეობის ყოფილ მდივან დავით კარიჭაშვილს უყურადღებობისათვის, რადგან 8 წლის განმავლობაში არ აცნობა მას ვალის შესახებ, რომელიც ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ფავლენიშვილის შეცდომის გამო ირიცხებოდა მის სახელზე, ხოლო ახალ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დავალებოდა სხვა საქმეების გადასინჯვა და ცნობების წესრიგში მოყვანა, სხვა უზუსტობებიც ხომ არ იმალებოდა მათში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19031; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .